19 აგვისტო 2026,   21:09
ვრცლად
იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ძლიერმა სეტყვამ, საჩხერის, ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა

იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ძლიერმა სეტყვამ, საჩხერის, ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა.

რამდენიმე სოფელში თითქმის სრულად არის განადგურებული სახნავ-სათესი მიწები, ხეხილი და ვენახი. გარდა ამისა, სტიქიამ ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსაც.

უკვე დაწყებულია ზარალის აღწერა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, რეაგირება სათანადო იქნება.

დღის ამბები