29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ძლიერი აფეთქებების ხმა იყო ღამით ოკუპირებულ ყირიმში - გავრცელდა ინფორმაცია რუსული საზენიტო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ

ძლიერი აფეთქებების ხმა იყო ღამით ოკუპირებულ ყირიმში. რუსული და ადგილობრივი “ტელეგრამ“ არხების ცნობით, ამ დროისთვის ჩაკეტილია ყირიმის ხიდი. გავრცელდა ინფორმაცია რუსული საზენიტო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური კი იტყობინება, რომ მათმა მესაზღვრეებმა ლუგანსკის ოლქში რუსების საბრძოლო მასალის საცავი და ორი სამხედრო თავშესაფარი გაანადგურეს. ოკუპანტებმა დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები - მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე დარჩა.

დღის ამბები