27 ივლისი 2024,   03:22
ვრცლად
აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ინდიგო" თბილისიდან ინდოეთში ფრენების სიხშირეს ზრდის - რეისები აგვისტოდან ყოველდღიური გახდება

ნიუ-დელი - თბილისი - ნიუ დელი - ინდოეთთან ფრენების სიხშირე იზრდება. 16 აგვისტოდან ავიაკომპანია "ინდიგო" რეისებს კვირაში სამი დღის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.

აზიის უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს, რამდენიმე წელი აწარმოებდა. გაერთიანებაში დღეს თქვეს, რომ დამატებითი რეისების დანიშვნა, მგზავრთნაკადის მზარდმა დინამიკამ განაპირობა.

ავიაციის გაზრდილ დინამიკაზე საუბრობენ ეკონომიკის სამინისტროში. ამბობენ, რომ ფრენების სიხშირის მატების გადაწყვეტილება, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დამატებითი სტიმულია. ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაცია კი, აქცენტს ინდოეთის მიმართულებით დაგეგმილ კამპანიებზე აკეთებს.

გაზრდილი რეგულარული პირდაპირი ფრენების ფონზე, ტურიზმის მიმართულებით არსებულ ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ კერძო სექტორშიც.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება კომპანიამ 2023 წლის აგვისტოში დაიწყო. "ინდიგო" არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

 

დღის ამბები