27 ივლისი 2024,   04:17
ვრცლად
ზოგადად, "ქართულ ოცნებაში" სულ მავნებლურ კანონებს იღებენ და თუ იქნება საშუალება, რომ ჩავუგდო, ამას სულ გავაკეთებ - ალექსანდრე რაქვიაშვილი კვორუმის არარსებობაზე

პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. დეპუტატებმა რეგისტრაცია უკვე მეორედ გაიარეს, თუმცა კვორუმი ვერ შედგა.

რეგისტრაცია გაიარა 73-მა დეპუტატმა, სხდომის გახსნისთვის კი საჭიროა 76 კანონმდებელი. პლენარულ სხდომაზე ოპოზიციიდან იმყოფებიან "გირჩის“ წარმომადგენლები, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ფრიდონ ინჯია და ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი სხდომას არ ესწრება. მათ პოლიტიკური ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.

"ჩვენი ხმები იქ არ ეყოფოდა. ტაბლოზე კი იყო 73 ხმა, მაგრამ, რეალურად, 60 დეპუტატიც კი არ ჰყავდათ. ზოგადად, "ქართულ ოცნებაში" სულ მავნებლურ კანონებს იღებენ და თუ იქნება საშუალება, რომ ჩავუგდო, ამას სულ გავაკეთებ. ერთი კანონით თუ არ გაჩერდება, შეჩერდება მაინც ცუდი კანონების მიღება. ამიტომ, ეს არის საპარლამენტო საქმიანობის ძალიან სწორი გზა", - განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები