27 ივლისი 2024,   05:02
ვრცლად
ოლაფ შოლცი: ომი არასდროს არ უნდა გახდეს ნორმალური მოვლენა - უკრაინელები არასოდეს ნებდებიან და სწორედ ამიტომ, დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი ამ თავდასხმაში წარმატებას ვერ მიაღწევს

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ამ ფორმატში უკვე მესამედ ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა პირველი კონფერენციაა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, - ამის შესახებ ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ომი არასოდეს უნდა გახდეს ნორმა.

"ომი არ შეიძლება და არც არასოდეს არ უნდა გახდეს ნორმალური მდგომარეობა. უკრაინელები არასოდეს ნებდებიან - ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას და აგრძელებენ ამას. დღეს ბერლინში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძლიერი, თავისუფალი, ევროპული უკრაინის აღდგენაზე. სიმტკიცე, პრინციპების დაცვა ეს არის წინაპირობა, რომ პუტინმა აღიაროს, რომ ვერ იქნება სამხედრო გამარჯვება და მისი ნაკარნახევი მშვიდობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მე მინდა, გულწრფელად ვთხოვო ყველას, ვინც დღეს აქ არის: დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ყველაფრით რითაც შესაძლებელია. რადგან საუკეთესო რეკონსტრუქცია არის ის, რომ შევძლოთ შევაჩეროთ უკრაინაში ნგრევა. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის რეკონსტრუქციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის მომავალი ახალი წევრი ქვეყნის რეკონსტრუქციაზე. რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ერთად მივეცით უკრაინას მტკიცე პირობა, რომ "უკრაინის მომავალი ევროკავშირშია". და ეს მართალია. მას შემდეგ უკრაინამ ყველაზე რთულ პირობებში აიღო გზა ევროკავშირისკენ. ომის მიუხედავად, ის მუდმივად მუშაობს რეფორმებზე“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიაში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.

დღის ამბები