27 ივლისი 2024,   03:37
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძის პროცესი გაიმართა. დაკითხეს 3 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და 2 ექსპერტი.

პროკურორის განცხადებით, მათ დაადასტურეს დაკავებულის ბრალეულობა. თავად ბაჩო სირაძე დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

24 წლის მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს. მოტივად მანამდე არსებული უთანხმოება დასახელდა.

დღის ამბები