22 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი 1 მილიონ ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

ბიძინა ივანიშვილმა იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი 1 მილიონ ფუნტად შეისყიდა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ "ქართული ოცნების" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა "კრისტის" აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!" - წერს გიორგი გრძელიშვილი.

 

დღის ამბები