06 ივლისი 2024,   13:00
ვრცლად
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა

თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა.

მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში გაიმართა. ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისია.

ღონისძიებას ქართულ მხარესთან ერთად თურქეთის ელჩიც დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს კომპანიის - ასფატის გენერალური მენეჯერიც.

დღის ამბები