28 სექტემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ ვენახების, დაახლოებით, 30% გაანადგურა

ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. იყალთოსა და რუისპირში განადგურებულია ნარგავები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სეტყვა 10 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ვენახების, დაახლოებით, 30% განადგურდა.

დაზიანდა ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული კულტურა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

დღის ამბები