28 სექტემბერი 2024,   08:48
ვრცლად
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება

პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს. გიორგი ამილახვარი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. მან უკვე წარადგინა ანგარიში, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გიორგი ამილახვარმა აქცენტი გააკეთა ზოგადი და პროფესიული განათლების პროგრამებზე, უწყების გაზრდილ ბიუჯეტზე, მასწავლებლების ხელფასების მატებაზე. მინისტრის თქმით, პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი ანგარიშის მოსმენას არ ესწრება.

მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით.

“2012 წელს განათლების და მეცნიერების ბიუჯეტი იყო 700 მლ ლარი, დღეს გახლავთ 300%იანი ზრდით მეტი, ამიტომ რაც გვესმის ჩვენი ოპონენტებისგან, თითქოს არ არის პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება, ამ ბრალდებას ციფრების სცემს პასუხს.

როგორც დავპირდით ჩვენს ძვირფას პედაგოგებს ვისაც აქვს სტატუსი, თითოეულ მათგან ექნება ხელფასების საგრძნობლად მატება, ასეთი პედაგოგების რაოდენობა დაახლოებით 53 000-ია, 35%-ით გაიზარდა მასწავლებლების სახელფასო ბიუჯეტი ჯამში“, – განაცხადა ამილახვარმა.

დღის ამბები