24 ივნისი 2024,   16:41
ვრცლად
გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კოლეჯ “ჰორიზონტი“-ს გორაბერეჟოულის ფილიალში, გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სოფელ გორაბერეჟოულში, ასწლიანი ისტორიის მქონე ტექნიკუმის ტერიტორიაზე, 2021 წელს ფუნქციონირება დაიწყო კოლეჯ “ჰორიზონტი“-ს ფილიალმა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, პასუხობს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნისა და უნარების განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ფილიალში არსებულ და სამომავლო პროფესიებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ციტრუსის ბაღის გაშენებაში.

დღის ამბები