26 ივნისი 2024,   13:56
ვრცლად
როგორ აფასებს პრეზიდენტთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ოპოზიცი ეხმაურება.

“გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯილდოების მიმართ ყურადღება გადაჭარბებულია.

“ზოგადად, გადაჭარბებული ყურადღებაა ორდენებისა და მედლების მიმართ. არასდროს არ არის ორდენი მართლა რაღაცის ამსახველი. დაახლოებით, იმავე ხარისხის კინკლაობაა პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას“ შორის, სკამზე რომ იყო, - სკამი რომ არ დაუდგეს პრეზიდენტს. ასეთი რაღაცები, რაც არავის აღელვებს მსოფლიოში, გარდა უშუალოდ პრეზიდენტისა და “ქართული ოცნების“ ლიდერებისა,“-აცხადებს “გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, “ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც წარდგენილ სიაში ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.“ 

 

 

დღის ამბები