24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
წვიმა, ძლიერი ელჭექი და სეტყვა - სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს საათებში ამინდი გაუარესდება

დღეს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

დღის ამბები