26 ივნისი 2024,   20:26
ვრცლად
EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის რეგიონებშიც მოეწყობა

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის რეგიონებშიც მოეწყობა. ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში განსაკუთრებული მზადებაა ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის.

18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოეწყობა სპეციალური სივრცეები, დამონტაჟდება დიდი ეკრანები, მოეწყობა კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ განსაკუთრებულად ემზადებიან რუსთავში. მატჩის ღია ჩვენება ცენტრალურ პარკში მოწყობილ "ოქსიგენ ფესტის" სივრცეში გაიმართება. ზუსტად 20:00 საათზე, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

 

დღის ამბები