28 სექტემბერი 2024,   10:12
ვრცლად
ორი დღე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მორიგ მატჩამდე - ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში დღეს ჩავლენ და დახურულ ვარჯიშს გამართავენ

ორი დღე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მორიგ მატჩამდე - ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში დღეს ჩავლენ და დახურულ ვარჯიშს გამართავენ.

მანამდე კი ჩვენმა სპორტსმენებმა ფეხბურთის ბაზაზე გაიარეს წვრთნა. პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. მოთამაშეებს, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს; 26-ში კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან წაგების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩემპიონატზე უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა.

დღის ამბები