29 ივნისი 2024,   19:12
ვრცლად
გიორგი გახელაძეს ძებნის პროცესს მოხალისეები შეუერთდნენ - დაკარგულის კვალი ვაკის პარკიდან ქრება

თბილისში უკვე მესამე დღეა დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ.

"დღის 13:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, სანამ ტელეფონი გაითიშებოდა, ტელეფონი მუდმივად მდებარეობდა მაგთის ერთი გადამცემის მოქმედების ზონაში, რომელიც ემსახურებოდა ვაკის პარკს. ახლა პოლიციას უწევს ყველა კამერის სათითაოდ გახსნა და გაშიფვრა. პარალელურად, ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ გამოძიებას," - აცხადებს გიორგი გახელაძის ძმა, ლევან გახელაძე.

სწორედ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება გახელაძის კვალი, რასაც სატელეფონო სიხშირის ჩანაწერებიც ადასტურებს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრების ნაწილი. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს, ვაკის პარკის წინ აფთიაქში და ქსელურ მაღაზიაში შევიდა. მიმდინარეობს მასალების მოკვლევა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები