29 ივნისი 2024,   11:17
ვრცლად
გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერმა წვიმამ, სულ მცირე, 30 ადამიანი იმსხვერპლა

გვატემალაში, ჰონდურასსა და ელ სალვადორში ძლიერმა წვიმამ, სულ მცირე, 30 ადამიანი იმსხვერპლა.

სალვადორის კონგრესმა 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში, სადაც ქარიშხლის გამო 19 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივ მედიას სამოქალაქო დაცვის დირექტორმა განუცხადა.

რაც შეეხება გვატემალას, დაღუპულია 10 ადამიანი. წვიმების გამო, 350-ზე მეტი პირი ევაკუირებულია და ისინი ამ დრომდე თავშესაფრებში რჩებიან.

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას ჰონდურასშიც. ქვეყნის მუდმივი საგანგებო კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ტერიტორიიდან ამ დროისთვის, ჯამში, 1200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

დღის ამბები