29 ივნისი 2024,   11:18
ვრცლად
საბერძნეთის კუნძულზე მასშტაბური ხანძარი ოლიგარქის იახტიდან გაშვებულმა ფეირვერკმა გამოიწვია – ცნობილი მილიარდერი სკანდალში ეხვევა

საბერძნეთის კუნძულზე მასშტაბური ხანძარი ოლიგარქის იახტიდან გაშვებულმა ფეირვერკმა გამოიწვია.

საბერძნეთის ხელისუფლება იძიებს ბრალდებებს, რომ სუპერიახტიდან გაშვებულმა ფეიერვერკებმა გამოიწვია მასშტაბური ხანძარი კლდოვან კუნძულ ჰიდრაზე, სადაც ცეცხლა 300 000 კვ. ფართობი გაანადგურა.

OCCRP-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ იახტის ბორტზე იმყოფებოდნენ ყაზახეთის ცნობილი მოქალაქეები. მათ ქვეყანა მეორე დღესვე, კერძო თვითმფრინავით დატოვეს.

ეროვნულმა სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველომ დააკავა ეკიპაჟის 13 ბერძენი წევრი, თუმვა ამ მომენტში არცერთი სტუმარი ძვირადღირებულ იახტაზე,  რომლის დაქირავება კვირაში 250,000 ევროდ არის შესაძლებელი, არ იმყოფებოდა.

"მუნიციპალიტეტი ელოდება საგამოძიებო პროცესის საბოლოო შედეგს, რათა მიიღოს ზომები ყველა პასუხისმგებელის წინააღმდეგ და მოითხოვოს კომპენსაცია", - განუცხადა ჰიდრას მერმა გიორგოს კუკუდაკისმა OCCRP-ს.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იახტაზე იმყოფებოდა ყაზახეთის შვიდი მოქალაქე, მათ შორის ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, დანიარ აბულგაზინი.

საჰაერო ნავიგაციის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს აბულგაზინის მიერ რეგულარულად გამოყენებული კერძო თვითმფრინავი ტოვებს ათენის აეროპორტს ყაზახეთის დედაქალაქის მიმართულებით.

დღის ამბები