02 ივლისი 2024,   22:28
ვრცლად
მამუკა მდინარაძე საქართველოს ნაკრებს: მადლობა ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის!

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ესპანეთის თამაშს გამოეხმაურა.

"მადლობა ბედნიერებისთვის, თავგანწირული ბრძოლისთვის, ღირსებისთვის, იმედისთვის, ქვეყნის და ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა

დღის ამბები