03 ივლისი 2024,   00:33
ვრცლად
ეს ყველაფერი არ არის დასასრული, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით - გიორგი მამარდაშვილი

ეს ყველაფერი არ არის დასასრული, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საქართველო-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამარდაშვილმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ირწმუნონ ქართველი ფეხბურთელების და პირობა დადო, რომ მომავალში ქომაგებს კიდევ ფურო გაახარებენ.

"ამაყები უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი. თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ 1/8 ფინალში გამოვვარდით, თუმცა ამითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, რადგან რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდეც მოვიდოდით. ამ ჩემპიონატზე ესპანეთი არის ფავორიტი და ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატს მოიგებენ. ეს ყველაფერი არ არის დასასრული, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდებ, ირწმუნონ ჩვენი და მომავალში მათ აუცილებლად გავახარებთ", - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

დღის ამბები