05 ივლისი 2024,   02:07
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" მიმდინარეობს - ეროვნულმა ნაკრებმა, გულშემატკივართან ერთად, ეროვნული ჰიმნი შეასრულა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" მიმდინარეობს. ეროვნული ნაკრებმა, გულშემატკივრებთან და ანსამბლ "მართვესთან" ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

თავისუფლების მოედანზე გულშემატკივარი შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რომელსაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.

სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის, დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია ავტობუსით, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.

დღის ამბები