05 ივლისი 2024,   02:21
ვრცლად
ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ - მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ეს ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე.

"საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად, ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები