02 ივლისი 2024,   23:42
ვრცლად
შემდეგში უფრო დიდ მწვერვალებს მივაღწევთ - ზურიკო დავითაშვილი

შემდეგში უფრო დიდ მწვერვალებს მივაღწევთ, - ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის პოზიცია ესპანეთი-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატი თითოეულ ფეხბურთელს დაეხმარება განვითარებაში.

"უფრო განვვითარდებით და ეს ევროპის ჩემპიონატი თითოეულ ჩვენგანს უფრო დაგვეხმარება განვითარებაში. ვფიქრობ, რომ შემდეგში უფრო დიდ მწვერვალებს მივაღწევთ", - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

დღის ამბები