03 ივლისი 2024,   13:39
ვრცლად
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჰამბურგში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, მეხუთე ადგილზე დაასრულა, ორი ეტაპის ჯამშიც მეხუთე ადგილი დაიკავა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა.

ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის პირველ დღეს ესპანეთსა და ლიეტუვას სძლიეს, მეორე დღეს კი - გერმანიასთან დამარცხდნენ და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
 
პორტუგალიასთან მატჩში ქართველები ერთი ლელოთი 14:21 დამარცხდნენ. ქართველმა მორაგბეებმა მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჯერ ბელგიის ნაკრებს 10:7 სძლიეს, შემდეგ კი იტალია 14:12 დაამარცხეს. ტურნირის გამარჯვებული ირლანდია გახდა, რომელმაც ფინალში საფრანგეთს მოუგო.
დღის ამბები