04 ივლისი 2024,   20:19
ვრცლად
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს თავისუფლების უავადოდ აღკვეთა მიუსაჯეს. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა ცოტახნის წინ გამოაცხადა.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდნენ.

ვინაიდან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხებოდა, სასამართლო პროცესები მედიისთვის დახურული იყო.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო ცოლად მოყვანის მიზნოთ გაიტაცა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანია.

დღის ამბები