05 ივლისი 2024,   17:35
ვრცლად
24 საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ ცოდნა - გიორგი ამილახვარი

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.

"დარეგისტრირებულია 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულადაა მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები. თითოეულ აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო. სრული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მათ შეძლონ, მშვიდად, წყნარად თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც არჩეული აქვთ," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება.

საგამოცდო ცენტრების მისამართები და რუკა

დღის ამბები