24 ივნისი 2026,   13:44
ვრცლად
მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე - გიორგი გვარაკიძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება.

"2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ. გვაქვს მოლოდინი, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე," -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წლის ბოლოს თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში თაღლითობის ჩადენის მაჩვენებელი მაღალია და დევნის დაწყების მაჩვენებლით დანაშაულთა პირველ ათეულში იკავებს ადგილს.

 

დღის ამბები