07 ივლისი 2024,   00:57
ვრცლად
ჩრდილოეთ ისრაელში, სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა

ჩრდილოეთ ისრაელში, სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა.

პოლიციამ შემთხვევას საეჭვო "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა და განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოკლეს. ასევე, დაადასტურეს ინფორმაცია დაჭერილების შესახებ.

ისრაელის პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ დააკავეს თავდამსხმელის რამდენიმე ნათესავი.

პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო დაჯგუფებამ თავდასხმას, "ტელეგრამზე", "გმირული ოპერაცია" უწოდა.

დღის ამბები