09 ივლისი 2024,   01:50
ვრცლად
რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. ინფორმაციას სლოვაკეთის გენერალური პროკურორი ავრცელებს.

მაროშ ჟილინკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის შესახებ უკვე აცნობეს ბრალდებულსაც.

რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა. დაკავებულია 71 წლის მამაკაცი, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, ახლო მანძილიდან, ოთხჯერ ესროლა.

დღის ამბები