08 ივლისი 2024,   07:58
ვრცლად
საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება. გენერალური პროკურორის ვაკანტური პოზიციის დაკავების სურვილი, თერთმეტმა იურისტმა გამოთქვა, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილია.

საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და მათ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. ვინ გახდება უწყების ხელმძღვანელი, ამას უკვე პარლამენტი გადაწყვეტს.

გუშინ გასაუბრება ვიქტორ ახალბედაშვილთან და დავით ბარბაქაძესთან გაიმართა, ორივე მათგანი ადვოკატია, თუმცა ახალბედაშვილს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის გაცხადებით, პროკურორობის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს.

"წარმოდგენილ კანდიდატურებთან გასაუბრება ხდება. საუკეთესოს გამოვლენის შემდეგ, კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად გადმოცემა ხდება. ეს არის ღია, საჯარო პროცედურა და ამავდროულად პროცედურა, რომელიც ტარდება პროკურატურის სისტემის შიგნით, საპროკურორო საბჭოს მიერ, რაზეც აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პირდაპირი და არც ირიბი ზეგავლენა აღარ აქვს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები