21 სექტემბერი 2024,   03:05
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა - რიში სუნაკის "კონსერვატიული პარტია" ოპოზიციაში გადადის

"ჩვენ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მას შემდეგ, რაც არჩევნებში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში "ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა. მოქმედმა პრემიერმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მშრომელთა პარტიას გამარჯვება მიულოცა.

ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.

მოსახლეობა 650 წევრიან თემთა პალატას 5 წლის ვადით ირჩევს, სადაც "ლეიბორისტებს" უკვე აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ.

ამჟამინდელი პრემიერის, რიში სუნაკის "კონსერვატიული პარტია" კი 14 წლიანი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში გადადის.

დღის ამბები