16 აგვისტო 2026,   12:50
ვრცლად
საზღვაო სეზონს ფოთი განახლებული სანაპიროთი ხვდება

საზღვაო სეზონს ფოთი განახლებული სანაპიროთი ხვდება. მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.

რეაბილიტირდა სველი წერტილები. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობა. მსურველებს დილიდანვე შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სპორტულ თამაშებში. საღამოს კი დაასრულებს გალა კონცერტი ჯგუფი "ურსას" და "დუეტ ჯორჯიას" მონაწილეობით.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.

დღის ამბები