25 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
ბოლო 24 საათში, რუსეთმა 1030 ჯარისკაცი, 48 საარტილერიო სისტემა და 23 ჯავშანტექნიკა დაკარგა - უკრაინის სამხედრო ძალები

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა 1030 ჯარისკაცი, 48 ერთეული საარტილერიო სისტემა და 23 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მათივე მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, სულ მცირე, 556,650 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს მოუწოდა, გააუქმონ შეზღუდვები შორ დისტანციაზე იარაღის გამოყენების შესახებ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთთან ომში გარდამტეხი ფაქტორი გამოდგეს.

წყარო: The Independent 

დღის ამბები