20 აგვისტო 2026,   21:10
ვრცლად
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის მეორე, დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის მეორე, დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. 
 
სერიის ჯამში დანიის მსგავსად 32 ქულა მოაგროვეს და შვედეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. 
 
მას შემდეგ, რაც საქართველოს 7-ქალა შეიქმნა, ჩვენს გუნდს ევროპის 12-გუნდთა ელიტაში არასდროს უთამაშიათ. 
 
ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს შარშან საოცნებო მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ, წელს კი ბევრად უკეთესი თამაშის ხარისხი აჩვენეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
დღის ამბები