25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ამ ოლიმპიადაზე გვეყოლება ყველაზე ძლიერი ნაკრები, რაც აქამდე ყოფილა - ლაშა ბექაური

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზში წასასვლელად ემზადება. ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაური განცხადებით, კვლავ ისეა მოტივირებული, როგორც წინა ოლიმპიადაზე იყო.

მისივე თქმით, კვლავ სურს წინა ოლიმპიადაზე განცდილი ემოცია და სიხარული.

"როგორც წინა ოლიმპიადაზე, ისევ ისე ვარ მოტივირებული. ემოცია და სიხარული, რომელიც მაშინ იყო, ისევ მინდა, რომ განვიცადოთ მთელმა საქართველომ ერთად. ახლა შეკრებას გავდივართ და დღითიდღე, უფრო და უფრო, უკეთეს ფორმაში შევდივარ. გეგმა ისეთ გვაქვს, რომ ოლიმპიადის დღეს ვიქნები ისე, როგორც უნდა ვიყო საჩემპიონოდ. ამ ოლიმპიადაზე გვეყოლება ყველაზე ძლიერი ნაკრები, რაც ყოფილა. დანარჩენს უკვე შედეგი გამოაჩენს", - განაცხადა ლაშა ბექაურმა.

დღის ამბები