21 იანვარი 2025,   02:54
ვრცლად
"ლელო", დოლიძის "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარტია "ლელო საქართველოსთვის", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან. პარტიები და პოლიტიკური მოძრაობა, გაერთიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად დღეს განაცხადებენ.

      ინფორმაცია "კურიერს" გრიგოლ გეგელიამ დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე პრეზენტაციამდე არ საუბრობენ.

      "შევქმნით ისეთი ტიპის რეალურ, ძირეულად განსხვავებულ ალტერნატივას, როგორიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის იქნება კომფორტული არჩევანი. ეს იქნება ძლიერი გაერთიანება ძლიერი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის და, რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივისთვის,“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.