16 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე მე მზად ვარ დაველაპარაკო - მამუკა ხაზარაძე

ექნება თუ არა გიორგი გახარიას "ქართულ ოცნებასთან" კოალიცია, ანაკლიის პორტი, წერილი და 20 ივნისი - ამ 4 საკითხზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, "ლელო" გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს.

"ჩვენსა და გახარიას შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს, ეს არის ტყუილი. ეს არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას," - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

თუმცა, თავის მხრივ, ყოფილი პრემიერის პარტიაში ვერ ხვდებიან, რა კითხვებზეა საუბარი და ამბობენ, რომ ქვეყნის გადასარჩენად საკუთარ თავზე მაღლა დადგომაა საჭირო. ასევე, ორივე პარტიაში ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე მათ შორის კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, "ლელო," "ანა დოლიძე-ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გუშინ გაერთიანდნენ.

დღის ამბები