06 სექტემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ირლანდია იქნება

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ირლანდია იქნება. წილისყრა შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში ჩატარდა.

ორ მატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი პლეი-ოფის გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთის და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

პლეი-ოფის პირველი ეტაპი 23-დან 29 ოქტომბრამდე, მეორე კი 27 ნოემბრიდან სამ დეკემბრამდე გაიმართება. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიაში ჩატარდება.

დღის ამბები