06 სექტემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ესპანეთი მედიის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მისაღებად ემზადება - ინიციატივა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა

ესპანეთი, მედიის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. ინიციატივა პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. პედრო სანჩესის სურვილია, მედიის დაფინანსება უფრო ნათელი იყოს, ესპანეთის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ შეთავაზებული პროექტი მედიის თავისუფლების რეგულაციებს შეესაბამება, მისი დაფინანსების გამჭვირვალობა კი თავად ამ სფეროს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, ამასთან ერთად კი, ესპანურ დემოკრატიას დაიცვას.

კანადასა და საფრანგეთში გამჭვირვალობის კანონის მიღება, ახლა უკვე ესპანეთის მიერ მსგავსი პროექტის ინიციირება, სახელისუფლებო პარტიისთვის პროცესის ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამჭვირვალობით სახელმწიფოები სუვერენიტეტის გაძლიერებას ცდილობენ და თუ კანონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიასთან თანხვედრაშია, გაუგებარია რატომ უნდა არსებობდეს კითხვები საქართველოსთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტავდნენ, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს შემთხვევაში პრობლემა და რატომ არ მოსდევს სხვა ქვეყნებში მსგავს ინიციატივებს პარტნიორების მხრიდან კრიტიკა.

ოპოზიციის დამოკიდებულება მმართველ გუნდში არ უკვირთ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს გამჭვირვალობის კანონზე პროტესტი საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის სჭირდებოდათ. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ფუნდამენტური პრინციპებია და მას გვერდს ვერავინ აუვლის.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" საქართველოს პარლამენტმა მაისში მიიღო, ამის შემდეგ მსგავსი შინაარსის კანონპროექტი დაინიციირდა კანადასა და საფრანგეთშიც. ორივე ქვეყანამ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პროექტი კანონად აქცია.

დღის ამბები