16 სექტემბერი 2024,   08:06
ვრცლად
საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები დღეს მოლდოვას დაუპირისპირდება

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები დღეს მოლდოვას დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები, ბათუმის არენაზე ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ლიდერი ნიდერლანდებია 21 ქულით.

დღის ამბები