16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ტრაგედია, რომელიც ბულინგსა და მუქარას მოჰყვა - რა მოხდა წყალტუბოში და რა არის ასახული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში

ტრაგედია წყალტუბოში - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის მუქარას, თვითმხილველების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წევრის ნერვიულობით გარდაცვალება მოჰყვა. ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ გეგუთში "ქართული ოცნების" შტაბთან მისული ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა, მასთან სალაპარაკოდ კი სოფლის სპეციალისტი, "ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წევრი, ერმილე გიგიაძე გავიდა. თვითმხილველების თქმით, ნუცუბიძემ მასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სათვალთვალო ვიდეოკამერამაც გადაიღო.

თავად როლანდ ნუცუბიძემ თვითმხილველების ნათქვამი უარყო. ერთადერთი, რაც მან "კურიერს" დაუდასტურა - ამერიკის მოქალაქეობაა.

განსხვავებულია თვითმხილველების მონათხრობი. ის ადამიანები, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ, ჰყვებიან, რომ დაპირისპირება სწორედ როლანდ ნუცუბიძემ დაიწყო, რასაც ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა. "ქართული ოცნების" სპეციალისტის ოჯახი ახლა სამძიმარს იღებს.

ტყუილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" თვითმხილველების მიერ გავრცელებული ის ინფორმაციაა, რაც ვიდეო სათვალთვალო კამერაზეც არის აღბეჭდილი. ლევან ხაბეიშვილმა, ისევე როგორც გიორგი კაპანაძემ, გარდაცვლილის ოჯახს დღეს სამძიმარი გამოუცხადა, შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კი ტრადიციულად ხელისუფლებას დააკისრა.

მიუღებელი "ქართული ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებია. მმართველი პარტიის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს დღეს რადიკალური ქმედებების კონკრეტული ფაქტებიც შეახსენეს.
სიძულვილის კამპანიაში დღეს ოპოზიციასთან ერთად დღეს მესამე სექტორიც დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარემ და დონორების პასუხისმგებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა.

მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაცვლილი ერმილე გეგიაძეს საქმეზე გამოძიება დაწყებულია, "ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წვერი სოფელ გეგუთში გუშინ, შუადღეზე გარდაიცვალა.

დღის ამბები