16 სექტემბერი 2024,   08:08
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა. მაკრონმა მიშელ ბარნიეს, რომელიც "ბრექსითის" საკითხზე ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელია, მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში, ეროვნული ასამბლეის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა. მემარცხენე პარტიების კოალიციამ, "ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" კი - მესამეზე.

ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.

დღის ამბები