06 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
"ეს იქ არ უნდა ყოფილიყო" - NASA-ს ყველგანმავალმა მარსზე ქვა გახეთქა, რომელშიც მეცნიერებისთვის მოულოდნელი კრისტალები აღმოჩნდა

NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა 899-კილოგრამიანმა ყველგანმავალმა Curiosity-მ, პლანეტის ზედაპირზე გადაადგილებისას ქვას გადაუარა და გახეთქა, რის შედეგადაც გოგირდისგან შემდგარი ყვითელი კრისტალები გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტაზე სულფატები დიდი რაოდენობითაა, ესა პირველი შემთხვევაა, როდესაც გოგირდი სუფთა ელემენტური ფორმით დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კრისტალებს Gediz Vallis-ის არეალში მიაგნეს, სადაც ძალიან ბევრი ისეთი ქვაა, როგორიც ყველგანმავლის გადავლისას გასკდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ რეგიონში ელემენტური გოგირდი შესაძლოა დიდი რაოდენობით მოიპოვებოდეს.

Curiosity-ის პროექტის მეცნიერის, ეშვინ ვასავადას განცხადებით, "სუფთა გოგირდის ქანების ველის პოვნა უდაბნოში ოაზისის პოვნას ჰგავს".

მისი განმარტებით, ეს ქანები მისი აღმოჩენის ადგილას არ უნდა ყოფილიყო და საჭიროა ეს მოვლენა აიხსნას.

"უცნაური და მოულოდნელი ნივთიერებების აღმოჩენა არის ის, რაც პლანეტების კვლევას ასე ამაღელვებელს ხდის", - განაცხადა მან.

დღის ამბები