06 სექტემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ლვოვში რადას ყოფილი დეპუტატი მოკლეს

ლვოვში რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი მოკლეს. ნაციონალისტური პარტიის, "თავისუფლების" წევრს, საკუთარ სახლთან, უცნობმა მამაკაცმა თავის არეში ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

რადას ყოფილი დეპუტატი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ყოფილი დეპუტატის მკვლელობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

 

დღის ამბები