06 სექტემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბანგლადეშში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ბანგლადეშში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაღუპულთა რიცხვმა 105-ს მიაღწია. მასობრივი არეულობის გამო, ბანგლადეშის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ქვეყნის დედაქალაქში, სტუდენტებმა ქუჩები გადაკეტეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ბანგლადეშში დემონსტრაციები მთავრობის მიერ ინიციირებულმა კანონმა გამოიწვია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში კვოტების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

დღის ამბები