06 სექტემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ერთიანდებიან, რომ იქნებ, როგორმე, 5%-იანი ბარიერი გადალახონ - გურამ მაჭარაშვილი პარტიების წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე

ოპოზიციის ახალ გადაჯგუფებებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება "ხალხის ძალაში." გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და გადაჯგუფებებით ცდილობენ, როგორმე, 5%-იანი ბარიერი გადალახონ.

"5 ნომრის გარდა, დღევანდელი მოცემულობით, არავის აქვს შანსი, 5%-იანი ბარიერის გადალახვის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავიდან "ლელო" ცალკე ამბობდა, გახარია ცალკე ამბობდა და ყველა ცალ-ცალკე ამბობდა, რომ ის მარტო გადალახავდა 5%-იან ბარიერს. მეტსაც გეტყვით, "ლელო" ამბობდა, რომ არათუ ბარიერს [გადალახავდა], ხელისუფლებაში მოდიოდა. გახარია ცალკე მოდიოდა ხელისუფლებაში, მელია - ცალკე. ახლა უკვე ერთიანდებიან, იქნებ, როგორმე, 5%-იანი ბარიერი გადალახონ. გაერთიანების სხვა მიზანი ხომ არ შეიძლება იყოს? თუკი დარწმუნებული ხარ, რომ არათუ 5%-იან ბარიერს გადალახავ, არამედ აიღებ 10-15%-ს, რატომ მიიერთებ პოლიტიკურად მკვდარ სულებს? ზუსტადაც, შანსი რომ არ აქვთ, ამის მტკიცებულებაა, რომ ახლა ერთმანეთს ეძებენ." - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები