06 სექტემბერი 2024,   10:29
ვრცლად
სოფელ დუისში, ხასო ხანგოშვილისა და მისი ვაჟის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოფელ დუისში, პანკისელი ქისტი უხუცესის, საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის ხასო ხანგოშვილისა და მისი ვაჟის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლში, თავი მწერლის ქისტმა, ჩეჩენმა და ქართველმა მეგობრებმა, მწერლებმა, კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა და უხუცესის თანასოფლელებმა მოიყარეს.

მწერლის ქალიშვილმა, ხასო ხანგოშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ უხუცესთა ლიდერის ისტორიული ნარკვევები ქართულ-ქისტური და ქართულ- კავკასიური ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რაშიც უდიდესი წვლილი ხასო ხანგოშვილს მიუძღვის.

დღესვე, ხასო და გებიშ ხანგოშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დოღი გაიმართა.

დღის ამბები