06 სექტემბერი 2024,   10:32
ვრცლად
როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული "ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - თავხედურ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს - გია აბაშიძე

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული "ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის სვამს კითხვას, როგორ დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის ობიექტურობა მაშინ, როდესაც ცალკეული პოლიტიკური აქტორები, სააკაშვილს დღემდე "ნაწამებ პოლიტიკურ პატიმრად" მიიჩნევენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ფარისევლობაზე პირდაპირი მითითება ანტიდასვლურობას არ ნიშნავს, ვინაიდან, არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა.

"როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული "ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი?

როგორ უნდა დაიჯერონ ქართველებმა დასავლეთის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, როცა მისი ცალკეული პოლიტიკური აქტორები ჯალათ სააკაშვილს დღემდე მიიჩნევენ "ნაწამებ" "პოლიტიკურ პატიმრად"?

თავხედურ ფარისევლობაზე და თვალთმაქცობაზე პირდაპირი მითითება ანტი დასავლურობას არ ნიშნავს. არგუმენტირებული კრიტიკისგან ხელშეუხებელი არავინაა. თვით ევროპაში გაცილებით უარესს ამბობენ საკუთარ პოლიტიკოსებზე და მათ მუდმივად ამხელენ უსინდისობაში.

რაღაც "იარლიყების მიკერება" სამართლიანი კრიტიკის გამო და ვითომ "აუტსაიდერად" გამოცხადება კი ბოლშევიკური სტილია და შორსაა დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპებისგან." - წერს აბაშიძე.

დღის ამბები