06 სექტემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ომის 878-ე დღე - ოკუპანტებმა მიზანში ამჯერად ქალაქი მიკოლაევი ამოიღეს, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ომის 878-ე დღეს რუსეთის სამიზნე ქალაქი მიკოლაევი გახდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილია 24 და დაღუპულია ოთხი ადამიანი, აქედან ერთი მცირეწლოვანია.

ზელენსკი კვლავ პარტნიორების მხარდაჭერასა და სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გამართა. რა ნაბიჯებს შეუძლია გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი - ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპისგან პირობა მიიღო, რომ პირისპირ შეხვედრაზე სწორედ ეს იქნებოდა მთავარი განსახილველი საკითხი. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ შტატების ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმაც. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მშვიდობის მთავარი გარანტი იქნება.

რუსეთის დარტყმების პარალელურად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ხერსონის ოლქში, უკრაინის სამხედრო შტაბთან მდებარე სოფელი კრინკის მიმდებარედ წარმოებული ბრძოლებისას უგზო-უკვლოდ 800 უკრაინელი ჯარისკაცი დაიკარგა. მედია, ამ ინფორმაციის გავრცელებისას, უკრაინის პოლიციას ეყრდნობა.

დღის ამბები