06 სექტემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"მთის დღეები" - ფესტივალი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წელს უკვე მესამედ იმართება

"მთის დღეები" - ფესტივალი, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წელს უკვე მესამედ იმართება, მივიწყებული ტრადიციების გაცოცხლებასა და მის გავრცელებას ემსახურება.

ხალხმრავლობას ფესტივალზე მხოლოდ კულინარია არ განაპირობებს. "მთის დღეები" ასევე აერთიანებს ადგილობრივი ხელსაქმის ტრადიციასაც. მეწარმეებს გამოფენილი აქვთ ხელნაკეთი ნივთები, რაც განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია მთაში ბარიდან ასული სტუმრებისთვის.

ფესტივალის საღამოს გრანდიოზულობას რეგიონებში დაგეგმილი კონცერტები განსაზღვრავს. "მთის დღეების" ტრადიციად იქცა დღის დასასრულს სცენაზე ცნობილი მომღერლების გამოჩენა, რომელთა მოსასმენად ფესტივალის სტუმრებს ამინდი ხელს არ უშლის.

ფესტივალს მთის მკვიდრები განსაკუთრებით დაჯილდოების გამოც ელოდებიან - ყოველ წელს ვლინდებიან ადგილობრივები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ მთის ცხოვრებასა და განვითარებაში შეტანილი.

დღის ამბები